თბილისის საკრებულომ ის პროექტები დაამტკიცა, რომლის უკანაც ოპოზიცია “ქართული ოცნებისა” და მასთან დაახლოებული პირების ინტერესებს ხედავს. საკრებულოს სხდომა დაძაბულობისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას უმტკიცებდნენ, რომ თბილისში დაუშვებელია ცათამბრჯენების აშენება, რასაც მმართველი გუნდი არ იზიარებდა.