ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს ქართველი პოლიტიკოსები უკვე გამოეხმაურნენ. დეგნანის განცხადებამ საქართველოში არსებული პრორუსული ძალების შესახებ მმართველი პარტიის მისამართით კითხვის ნიშნები გააჩინა. გარდა ამისა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა კელი დეგნანის ელჩობის პერიოდიც შეაფასეს.