თბილისის საკრებულოში სხდომაზე 5 სადაო პროექტს განიხილავენ. პროექტების თანახმად, თბილისის სხვადასხვა უბანში მაღალსართულიანი შენობების აშენება იგეგმება. სპეციალისტები საფრთხეებზე საუბრობენ, ხელისუფლების ოპონენტები კი კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებენ, მათი თქმით, პროექტების უკან "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები დგანან