აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შემაჯამებელი ბრიფინგი უკვე დასრულდა. ამერიკელმა დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეების გვერდითაა. გარდა ამისა, დეგნანმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს კამპანია, რომლის მიზანიცაა „საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრა. კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება კელი დეგნანმა და როგორ წარიმართა მისი შემაჯამებელი ბრიფინგი, ამას ჩვენი ჟურნალისტი, ნინი გოგიშვილი მოგვიყვება.