შეერთებული შტატების დაზვერვის წინასწარი შეფასებით, ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება განზრახ აფეთქებამ გამოიწვია. ამერიკული მედია წერს, რომ პროგოჟინი მაღალი ალბათობით რუსეთის პრეზიდენტის სამიზნე იყო და აფეთქება პუტინის ხანგრძლივ ისტორიას ემთხვევა, რომელიც ცდილობს გააჩუმოს მისი კრიტიკოსები.