ლარსის გამშვებ პუნქტთან, უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა. უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ შეხვედრა გამართა უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან და მას მოქალაქეების უკრაინაში გადაყვანა შესთავაზა. უკრაინის 6 მოქალაქე, რომლებიც რუსეთიდან გამოაძევეს, კვირაზე მეტია ლარსზე რჩებიან. ისინი საქართველოს გავლით სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ.