საკრებულოში დღეს ხმაურიანი სხდომაა დაანონსებული. ოპოზიციის შეფასებით, ქართულმა ოცნებამ მწვანე შუქი აუნთო თბილისის ამაოხრებელ ყველა პროექტს, მიუხედავად სპეციალისტების არგუმენტების და წინააღმდეგობისა. დღევანდელ სხდომაზე ლაგუნა ვერეს, ვაკის, საბურთალოსა და დიდი დიღმის განაშენიანების გეგმები უნდა დამტკიცდეს. ოპოზიცია ამბობს, რომ პროექტები, რომლებიც ქართულ ოცნებასთან დაახლოვებული პირების ინტერესებს ემსახურება, დედაქალაქისთვის დამღუპველი იქნება.