აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ პოლიტიკურ ოპოენტებს „ომის პარტია“ უწოდა. მისი განცახდებით, ოპოზიციის მიზანი ტურისტული სეზონის შესახებ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება იყო, რაც მოსახლეობის შემოსავლის გარეშე დატოვებას გულისხმობდა, თუმცა, როგორც რიჟვაძე აცხადებს, მათთვის ეს წარუმატებელი აღმოჩნდა. აჭარის მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ ტურისტული ნაკადი 56%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ყველა მასწავლებელი, რომელიც საჯარო სკოლებში ახალ ინოვაციურ პროექტებს დანერგავს, 500-ლარიანი დანამატით ისარგებლებს.