„I ART GALLERY“ მასპინძლობს ქართველი მხატვრების ერთობლივ გამოფენას სახელწოდებით: „სინათლისკენ მოძრავი სამყარო“.
გამოფენის კურატორი, სოფია ქიზიყურაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიება სეზონური გამოფენების ფარგლებში იმართება. გამოფენის სტუმრებს შეუძლიათ, 45 მხატვრის მიერ შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერონ. გამოფენის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული ხელოვანი მხოლოდ ერთი ნახატით არის წარმოდგენილი.
ორგანიზატორები გამოფენების მომავალში მოწყობასაც აანონსებენ და ამბობენ, რომ ნამუშევრებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს წარუდგენენ.