ყურძნის გარეშე დარჩენილი კახეთი. დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გიორგი ბოტკოველთან ერთად გურჯაანში მევენახეებს შეხვდა და განადგურებული ვენახები დაათვალიერა. მევენახეებმა აღნიშნეს, რომ წინა წელს 11 ტონა ყურძნის ჩაბარება შეძლეს, წელს კი 2 ტონამდე მოსავალსაც ვერ იღებენ. პარტიის ლიდერების განცხადებით, კახეთში უმძიმესი რეალობაა და ,ფაქტობრივად, მოსავლის 60% არის განადგურებული. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაზარალებულ ოჯახებს აუცილებლად უნდა დაეხმაროს.