ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "უშიშროების საბჭოს" მდივანი, სერგეი შამბა დმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა. შამბას განცხადებით, აფხაზეთი რუსეთთან ახლო და სამოკავშირეო ურთიერთობების მომხრეა, თუმცა ე.წ. რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოხატავენ. მედვედევის მუქარის კვალდაკვალ, ოპოზიცია მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. პოლიტიკოსთა განმარტებით, ამაზე შესაბამისი რეაგირება არის საჭირო - ისინი აცხადებენ, რომ მთავრობის მთავარი ამოცანა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს. ხელისუფლების ლიდერთა განმარტებით, მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის გზას ადგას.