უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ულოცავენ. სამთავრობო უწყებებიდან უკრაინას ოფიციალური განცხადებით ჯერ მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიულოცა. გარდა ამისა, უკრაინას აღნიშნული დღესასწაული „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემაც მიულოცა. აღსანიშნავია, რომ მ ი მლოცველთა სიაში არ არის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.