"ქართული ოცნების" თავმჯდომარე უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს. ირაკლი კობახიძე უკრაინას მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიულ მთლიანობას უსურვებს. უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია საქართველოს პრემიერმინისტრს. ოფიციალური განცხადება გაავრცელა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.