უკრაინაში, ბახმუტთან, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკოლოზ ახვლედიან იდაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს. ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისას. მარადიული ხსოვნა!" - წერია საელჩოს სამძიმრის პოსტში. 40 წლის ნიკოლოზ ახვლედიანი ბახმუტის მისადგომებთან დასახლებული პუნქტის დაცვისას, რუსეთის საარტილერიო ჭურს ემსხვერპლა. რუსეთ-უკრაინის ომში 50 ქართველი სამხედროა დაიღუპული.