უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს სამთავრობო უწყებებიდან კი უკრაინას ეს დღესასწაული ოფიციალური განცხადებით მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიულოცა. გარდა ამისა, რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მისალოცი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მიმლოცველთა სიაში არ არიან ირაკლი ღარობაშვილი, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე. ვინ მიულოცა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე და რას ამბობენ ამ საკითხზე დეპუტატები.