თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძარი გაძლიერდა. ცეცხლის ახალ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხის გამო კიდევ ხუთი დასახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ცეცხლის ჩაქრობას 3 000-მდე მეტი მეხანძრე ცდილობს. ასევე მობილიზებულია რვა თვითმფრინავი, 28 შვეულმფრენი და 445 ერთეული ტექნიკა. ხანძრის გამო დროებით დარდანელის სრუტეც ჩაკეტეს. თურქეთის გარდა, ტყის ხანძრები, საბერძნეთშიც მძვინვარებს, სადაც სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. დაღუპულია 20 ადამიანი.