სამხედრო წვრთნები „მტკიცე სული 2023“ საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. საქართველო აღნიშნულ სწავლებას უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს. სწავლების ფარგლებში, პირველი საჩვენებელი კომპონენტი ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაიმართა. ვაზიანში დესანტის გადმოსხმის ოპერაციას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაესწრნენ. სწავლებაში 21 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ.