საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტს, აჯა ლაბიბის შეხვდა. ბელგიელი დიპლომატი საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება. გარდა ამისა, ხაზი გაესვა ბელგიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.