რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დმიტრი მედვედევი მორიგ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ისევ პოპულარულია რუსეთთან შეერთების იდეა და ამის გაკეთება ნამდვილად შეიძლება, თუკი საფუძვლიანი მიზეზები წარმოიქმნება. მედვედევი აცხადებს, რომ „დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი განვითარება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფულად დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო იქნება". მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომში პასუხისმგებლობას დასავლეთს, ძირითადად კი, ამერიკის შეერთებულ შტატებს აკისრებს.