კიევი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. უკრაინის დედაქალაქში „ყირიმის პლატფორმის“ საერთაშორისო სამიტი გაიხსნა. ადგილზე სახელმწიფების ლიდერები რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ყირიმის სამიტის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმაც დისტანციურად მიმართა. სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია ქართველი მაღალჩინოსანია, ვინც სამიტში მონაწილეობს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები კიევში არ იმყოფებიან, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაზე მიანიშნებს.