მიხეილ სააკაშვილის სახელით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ მოქალაქეებთან შეხვედრა დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც ჯაფარიძე მესამე პრეზიდენტის გზავნილებს გააჟღერებს, ქალაქი ბათუმი იქნება. სააკაშვილის ახალ კამპანიას „ოცნების“ გუნდი აკრიტიკებს.