ტურისტულ სეზონთან ერთად იმატებს ნაწლავური ინფექციებით დაავადების რისკი. მედიკოსები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და რეკომენდაციებს გასცემენ. რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების გამო საფრთხედ რჩება აივ ინფექციაც. ოკუპანტ ქვეყანაში შიდსის გავრცელება ბევრად უფრო მეტია ვიდრე დანარჩენ ევროპაში. მედიკოსები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ , ხელისუფლებას კი მიგრანტებისთვის ტესტირების შეთავაზების დანერგვისკენ მოუწოდებენ.