რუსულმა არმიამ სუმის ოლქს დრონებით შეუტია, არის მსხვერპლი. სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსულმა ჯარმა „შაჰედის“ ტიპის „კამიკაძე დრონების“ გამოყენებით, ოლქში მდებარე ქალაქ რომნის დაარტყა, რომელმაც 2022 წლის თებერვალ-მარტში რუსული ოკუპაცია უკვე განიცადა.
„დღეს „Shahed“-ის ტიპის დრონმა სასწავლო დაწესებულებას დაარტყა. დაღუპულია 2 პედაგოგი, შენობა მთლიანად არის განადგურებული. ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.