რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსი ძალიან დიდი პრობლემაა, მიგრანტებს უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა - ამის შესახებ განცხადება დღეს ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, რუსეთიდან გაზრდილი მიგრაცია იმის რისკს ქმნის, რომ ინფიცირებული ადამიანების შემოდინებამ მოიმატოს.