შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27-ის იდენტიფიცირება მოხდა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ცნობით, აქტიურ რეჟიმში, მიმდინარეობს 4 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. მისივე თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა და ექსპერტთა ჯგუფის მიერ პერიოდულად მიმდინარეობს მთების და მწვერვალების მონიტორინგი.