პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგება უკვე დაიწყო. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით პორტუგალიის პრეზიდენტთან შეხვედრაზეც ისაუბრა. ანჯეი დუდას თქმით, მან პორტუგალიელ კოლეგას ვლადიმირ პუტინის განცხადებების რეალიზების რისკებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგება მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურას ცვლის.