რთველის სეზონთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მთავრობას მიმართავს. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, უხვი ნალექის გამო გლეხების 50%-ს ყურნძის მოსავალი სრულად ან ნაწილობრივ გაუნადგურდა, ამიტომ დაზარალებულ ოჯახებს ხელისუფლებამ მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოს. პარტიის განცხადებით, აუცილებელია, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენილ ყველა ოჯახს კომპენსაცია გასულ წელს ჩაბარებული ყურძნის მოცულობის მიხედვით გადაეცეს.