პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ რიკოთის გვირაბთან დაკავშირებით, საერთაშორისო აუდიტირების საკითხზე საუბრობს. პარტიაში ამბობენ, რომ რიკოთი საერთაშორისო ტრანზიტის ნაწილია და არა ვინმეს საკუთრება. ოპოზიციონერი დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის ირგვლივ მთავარი კითხვაა თუ როგორ არის შესრულებული სამუშაოები. მისივე განმარტებით, ხელისუფლებას აღნისნულ კითხვაზე პასუხოს გაცემა მაინც მოუწევს.