რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დმიტრი მედვედევი მორიგ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ისევ პოპულარულია რუსეთთან შეერთების იდეა და ამის რეალიზება შესაძლებელია, თუკი ამის საფუძვლიანი მიზეზები წარმოიქმნება. მედვედევი აცხადებს, რომ „დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი განვითარება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფულად დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო იქნება". 2008 წლის აგვისტოს ომში მედვედევი პასუხისმგებლობას დასავლეთს, ძირითადად კი, ამერიკის შეერთებულ შტატებს აკისრებს.