პაკისტანში საბაგირო კაბინა, რომელშიც რვა ადამიანი, მათ შორის ექვსი მოსწავლე იმყოფებოდა, თითქმის 10 საათის განმავლობაში მიწიდან დაახლოებით 300 მეტრზე გაიჭედა. საბაგირო კაბინაში მყოფი მგზავრები წყლისა და საკვების გარეშე იმყოფებიან. პაკისტანის ჯარი სამაშველო ოპერაციის ჩატარებას ცდილობს, რომელშიც მონაწილეობას სამხედრო შვეულმფრენები და ჯარისკაცები იღებენ. მათვე უკვე შეძლეს ორი ბავშვის გადარჩენა. სამაშველო ოპერაციას ძლიერი ქარი ართულებს. პაკისტანის მთიან პროვინციაში ცუდი საგზაო კავშირის გამო, საბაგირო სტანდარტულ ტრანსპორტს წარმოადგენს. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი საბაგიროს რამდენიმე კაბელის გაწყვეტამ გამოიწვია.