საბერძნეთი ტყის ხანძრებს ებრძვის. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, 18-ი დამწვარი ცხედარი იპოვეს. ბერძნული მედია იუწყება, რომ დაღუპულები მიგრანტები არიან. ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით აღმოაჩინეს. ცეცხლი ქალაქ ალექსანდროპოლისსაც უახლოვდება. სტიქიის გამო ქალაქის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ევაკუირებულთა შორის ახალშობილები და ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებიც არიან.