უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვის აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის გაძლიერება უკრაინული ძალების უმთავრესი ამოცანაა. მისივე თქმით, ქვეყანას მეტი ჭურვები და ყველა სახის ჯავშანტექნიკა სჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების სხვადასხვა მიმართულებით მომზადება მნიშვნელოვანია. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ბულგარეთის მთავრობის გადაწყვეტილება, შეუერთდეს ევროკავშირის პროგრამას უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით ძალიან მნისვნელოვანია.