მმართველი პარტია ამერიკის ელჩზე, კელი დეგნანზე თავდასხმის სერიას აგრძელებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები დეგნანს ახლა უკვე პოლარიზაციის გაღრმავებაშიც ადანაშაულებენ. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ კელი დეგნანზე თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე თავდასხმას ნიშნავს. რას ამბობენ ქართველი დეპუტატები ამერიკის ელჩის განცხადებაზე, რომლითაც მან არჩევნების პერიოდში ადამიანების მოსყიდვასა და დაშინებაზე ისაუბრა