„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიების შუალედური ანგარიში წარადგინა. 12-ი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას 3-ი კვირის განმავლობაში სწავლობდა. პარტია ამტკიცებს, რომ პირველადი შედეგის მიხედვით, სამსახურებრივი გულგრილობა და სამაშველო ოპოერაციის დაგვიანებით დაწყება იკვეთება, რამაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.