აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გეგმავს ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის ციხეში ხუთშაბათს ნებაყოფლობით გამოცხადდეს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მას 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმეზე წაუყენეს, - ინფორმაციას CNN-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა ნებაყოფლობითი ჩაბარების გეგმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-შიც დაადასტურა. "ხუთშაბათს მივდივარ ატლანტაში, ჯორჯიაში, რათა დამაკავოს ოლქის რადიკალმა მემარცხენე პროკურორმა, ფანი უილისმა“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი დასთანხმდა გირაოს სახით 200 000 აშშ დოლარის გადახდასა და გათავისუფლების სხვა პირობებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ დონალდ ტრამპს და მის 18 მოკავშირეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს.