ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ათენში იმყოფება. ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებთან და ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება. შეხვედრაზე ასევე იქნება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მოლაპარაკებების მთავარი თემა ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია იქნება.