რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის დრონმა ბელგოროდის ოლქის გრაივორონსკის რაიონში საბრძოლო მასალა ჩამოაგდო, რის შედეგადაც ავტომობილი დაზიანდა. მისივე თქმით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატიდან ყუმბარმტყორცნის საბრძოლო მასალის ფრაგმენტები ჩამოვარდა. ადგილობრივი პრესის ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყვა.