ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი მკაცრდება. გადაწყვეტილება ირანის პარლამენტის კომისიამ მიიღო. ახალი კანონპროექტი ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში, ქალებისთვის მკაცრ ფინანსურ სასჯელს და პატიმრობას ითვალისწინებს. ჰიჯაბის ტარებაზე უარის შემთხვევაში, პატიმრობის ვადა 5-დან 10 წლამდე, ჯარიმა კი 360-ი მილიონი ირანული რიალი იქნება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქალს 10 დღიდან 2 თვემდე პატიმრობა ან 50-დან 500 000 ირანული რიალის ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრება.