შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კვლავ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია. ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ, თუმცა მმართველი გუნდის წევრები მათ კატეგორიულად არ ეთანხმებიან.