„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელმა, დავით ჩიხელიძემ აუდიტის სამსახურს მიმართა თხოვნით, რომ უწყებამ პოლიტიკურ პარტიებთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციბის დაფინანსების რეგულირება შეისწავლოს. ჩიხელიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების გზით პოლიტიკური პარტიები უკანონო ფინანსებს იღებენ. ის განმარტავს, რომ ეს სქემა კანონებისთვის გვერდის ავლისთვის გამოიყენება, რათა პარტიები როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე უცხოეთიდან დაფინანსდნენ. ჩიხელიძემ ამ სქემის გამოყენებაში „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა ოპოზიციური პარტიები დაადანაშაულა. აღნიშნულ ბრალდებას ოპოზიციის წევრებმაც უპასუხეს. ისინი ამბობენ, რომ ცენტრს სავარაუდოდ მმართველი გუნდი აფინანსებს და ხელისუფლებამ მას არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება დაუკვეთა.