მოძრაობა „ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გასული საპარლამენტო არჩვენები გაყალბდა, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. „ხალხის ძალა“ პროკურატურას იმ იმედით მიმართავს, რომ აღნიშნული უწყება ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესდება. „ხალხის ძალის“ შეფასებით, ამას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი ექნება. აღნიშნული განცხადება ქართველმა პოლიტიკოსებმა უკვე შეაფასეს.