ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პარლამენტს სიტყვით მიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ უკრაინა რუსეთის შეჭრას ვერ გაუძლებს, რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები და მთლიანად დემოკრატიული სამყარო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან. მისივე თქმით, პუტინის სუსტია, რადგან მას მხოლოდ ძალის და ძალადობის სჯერა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას განსხვავებული შეხედულებები აქვს, რის გამოც ის სიძლიერეს ინარჩუნებს. სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა მოკავშირეებს იარაღით დახმარებისთვის მადლობაც გადაუხადა.