ჰიუმან რაითს ვოჩი ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რის მიხედვითაც საუდის არაბეთის მესაზღვრეებს ასობით მიგრანტის მასობრივ მკვლელობაში მიუძღვით ბრალი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მესაზღვრეებმა ასობით ადამიანი დახვრიტეს, მათ შორის ბევრი ეთიოპიელი, რომლებიც საუდის არაბეთში მოსახვედრად ომის შედეგად განადგურებულ იემენს კვეთდნენ. საუდის არაბეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბრალდებებს სერიოზულად უყურებენ, თუმცა შეფასებას, რომ მკვლელობები სისტემატური ხასიათის ან ფართომასშტაბიანი იყო კატეგორიულად უარყოფენ.