შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულ სამ პირს ხვალ საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ ონის მერის მოადგილემ ლევან შერაზადიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად დაკარგული ხუთი პირის სამძებრო სამუშაოები 36 ლოკაციაზე გრძელდება.
დღეს მოხდება სამი გარდაცვლილის ქუთაისის პროზექტურიდან გადმოსვენება სოფელს ლაგვანთაში და ხვალ, 22 აგვისტოს თემურ ჩარკვიანის, დიმიტრი ფირცხალავას და ნიკოლოზ ჩალაძის დაკრძალვა გაიმართება საგვარეულო სასაფლაოზე. ძებნა გრძელდება 36 ლოკაციაზე, გაზრდილი არის პერიმეტრი, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. კურორტს შოვის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტში.