ხვალიდან ვიწყებ დიდ კამპანიას, ჩავალ ქვეყნის ყველა კუთხეში, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოვუსმენ ყველას, მოსაზრებას ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა და პარტიის მხარდამჭერებს მიმართა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, უშუალოდ მოისმინოს ყველას მოსაზრება.