მარნეულში მოკლულია ახალგაზრდა ქალი, მკვლელობაში ბრალდებული მისი მეუღლეა. დაკავებულ მამაკაცს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. სოფელ სადახლოში 50 წლამდე მამაკაცმა ცოლს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.