ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.