სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამძებრო სამუშოებს მდინარეების - ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში და მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე ახორციელებენ. ძებნის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი, ოთხკაციანი შემადგენლობით, 3-კილომეტრიან დისტანციაზე მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს ახორციელებს.