რაჭაში, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ კიდევ 5 ადამიანს. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში. ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.