უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ ანალიტიკოსებს მოუწოდებს, უკრაინის კონტრშეტევის შესახებ პროგნოზების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. კულებამ უკრაინელ ხალხსაც მიმართა და თქვა, რომ გამარჯვების გზაზე მოთმინებაა საჭირო. უკრაინის ხელისუფლების პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ უკრაინას პარტნიორებისგან მეტი გრძელვადიანი შესაძლებლობა სჭირდება ,რათა ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ ომში შედეგი უსწრაფესად დადგეს.